„ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი“ – ტრაგიკული დაბადების დღის იუბილარის ცრემლიანი ინტერვიუ
გოგონა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი შეეწირა, 18 წლის ანი გაბეჩავაა.
საბედისწერო 19 ივნისის იუბილარმა ანი გაბეჩავამ TV pirveli-ს ეთერით გარდაცვლილის ოჯახს მიმართა და თქვა, რომ მისი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი.
გოგონა აცხადებს, რომ არ აპირებს, ვინმეს ხელი დააფაროს.
„მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს და მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. ნამდვილად, მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მართლა მე მეხება უშუალოდ, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ და განვიცდი ამ ამბავს. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არცერთი წამით ამ ამბის მიმართ და არცერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში“, – ამბობს ანა და „შაბათის ეთერში“ საბედისწერო ღამის დეტალებს იხსენებს.
კომენტარები