მოგზაურობამსოფლიო

რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

ფრენების აღდგენა იმ ქვეყნებთან იგეგმება, სადაც კორონავირუსის გავრცელება ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 40 შემთხვევას არ აღემატება.

რუსეთში ჩამსვლელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გამგზავრებამდე სამი დღით ადრე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

საერთაშორისო მიმოსვლა რუსეთში მარტის ბოლოს აიკრძალა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული რუსეთის მოქალაქეები კი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიოდნენ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 713 936 შემთხვევაა დაფიქსირებული, 11 017 პაციენტი გარდაიცვალა, 489 068 კი გამოჯანმრთელდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close