საფრანგეთში, კანში მსოფლიო კინოვარსკვლავის, ბრიჟიტ ბარდოს მამული იყიდება, სადაც ის ზაფხულობით ისვენებდა. ამის შესახებ Observer-ი წერს.
მამული $6,49 მილიონადაა შეფასებული.
მე-13 საუკუნის 4-სართულიან ციხესიმაგრეს რესტავრაცია 1998-2011 წლებში ჩაუტარდა. შენობის ფართი 600 კვადრატული მეტრია.
ძველებური სტილის ხის ინტერიერი ციხესიმაგრის ქვის კედლების წყობას ერწყმის. სახლში საერთო სარგებლობის ოთახების გარდა რვა საძინებელი და რვა აბაზანაა, ასევე, ბიბლიოთეკა, ღვინის სარდაფი, ლიფტი და კომფორტისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები.
მამულში დგას სტუმრებისთვის განკუთვნილი სახლიც, ხუთი საძინებლით. ტერიტორიაზე გაშენებულია ვაზი და ბაღი. მამულში არის აუზი, სტუდია და სპა-სალონი.
ევროპის სექსსიმბოლო და საფრანგეთის ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული მფლობელი ბრიჟიტ ბარდო ახლა 85 წლისაა (28 სექტემბერს 86-ის ხდება) და საზოგადოებრივ მოღვაწეობას აგრძელებს. როგორც ცნობილია, იგი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია.
კომენტარები