ისტორიაქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტი

ჰოლივუდის კულუარებიდან კოკო შანელის გარემოცვამდე – ქართული ემიგრანტული ოჯახის თავბრუდამხვევი თავგადასავალი (ვიდეო)

ქართველი ძმები აშშ-ში, რომლებმაც „ნახევარ მილიარდ დოლარზე იქორწინეს“

XX საუკუნის 20-30-იანი წლების ყველაზე ცნობილი ქართველები ევრ­ოპასა და ამერიკაში გენერალ ზაქარია მდივნის შვილები: დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნები იყვნენ. მათი თავგადასავლებით აჭრელებული იყო მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთები.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ხუთი დედმამიშვილი პარიზში წავიდა ემიგრაციაში. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა კრიტიკული იყო, სწორედ ამიტომ ზაქარიას ვაჟებმა ამერიკას, კალიფორნიას მიაშურეს. არისტოკრატიული გარეგნობის, ენამახვილმა და განათლებულმა ძმებმა ამერიკის მაღალი საზოგადოება, დებმა კი პარიზული ბომონდი მალე დაიპყრეს.

მათ აქებდნენ, ეპითეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ერთი ეპითეტი კი ყველას საერთო ჰქონდა: „მექორწინე მდივნები“.

პირველი თაობის ქართველი ემიგრანტი სვიმონ სიდამონ-ერისთავი ძმების შესახებ წერდა: „იმ დროს ასი ათასი ამერიკელიდან ერთმა იცოდა რაიმე საქართველოს შესახებ. შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ყველა ამერიკული გაზეთი ძმები მდივნების, მათი ქორწინების შესახებ წერდა. ასე რომ, ახლა ასი ათასმა ამერიკელმა იცოდა მდივნების შესახებ და, შესაბამისად, ქართველების შესახებ“, – და შენიშნავდა: „საერთო ჯამში ძმებმა ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე იქორწინეს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close