მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და საერთაშორისო ტურიზმი აღდგა

ესპანეთში 3-თვიანი კარანტინის შემდეგ საგანაგებო მდგომარეობა გაუქმდა და ქვეყანამ საერთაშორისო ტურისტების მიღება განაახლა. ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც ცნობილია, პრემიერ პედრო სანჩესის თხოვნით, ქვეყნის პარლამენტმა ივნისის დასაწყისში საგანაგებო მდგომარეობა კიდევ 2 კვირით, მეექვსედ გაახანგრძლივა, 21 ივნისამდე.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვრები ევროპის სახელმწიფოების უმეტესობისთვის არის გახსნილი. ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს თერმოსკრინინგს უტარებენ, ადგენენ, ჰქონდათ თუ არა კორონავირუსი და საკონტაქტო დეტალებს ართმევენ. ასევე მოქმედებს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული წესები: სოციალური დისტანციის დაცვა, საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა.

წლის განმავლობაში ესპანეთს დაახლოებით 80 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ტურიზმზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12% მოდის, ამიტომ ტურიზმის აღდგენას ესპანეთის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს.

ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა (აშშ-ის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ), ევროპაში კი – მეოთხე ადგილზე: COVID-19-ს ქვეყანაში 28 323 პაციენტი ემსხვერპლა (ბოლო დღეების განმავლობაში ესპანეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება. გასულ 24 საათში, წინა დღეების ნულოვანი დღიური მაჩვენებლების შემდეგ, ერთი პაციენტი დაიღუპა). ესპანეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 9,6%-ზე ცოტათი მეტია (შედარებისთვის – დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 14%-ს უდრის, იტალიაში – 14,5%-ს, საფრანგეთში – 18,5%-ს).

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევების მთლიან რაოდენობას, 293 352-ს შეადგენს – ამ მაჩვენებლით ესპანეთი მეორეა ევროპაში დიდი ბრიტანეთის შემდეგ, მსოფლიოში კი – მეექვსე აშშ-ის, ბრაზილიის, რუსეთის ინდოეთის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

საგანგებო მდგომარეობა და ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კარანტინი მსოფლიოში ესპანეთში 14 მარტს გამოცხადდა და 6-ჯერ გახანგრძლივდა, 21 ივნისამდე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close