მსოფლიოსაზოგადოება

რუსეთში კორონავირუსისგან მწერალი და იუმორისტი ანატოლი ტრუშკინი გარდაიცვალა

რუსეთში მწერალი და იუმორისტი, სატირიკოსი ანატოლი ტრუშკინი (Анатолий Трушкин) გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირების შედეგად. იგი 78 წლის იყო. ამის შესახებ რუსული საგენტო TASS-ი (ТАСС) იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მწერალი ერთი თვის განმავლობაში იწვა საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით. იგი თავიდანვე რეანიმაციაში მოათავსეს, 2 კვირის წინ ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა თავს კარგად, 5 დღის წინ კი უკვე მხნედ იყო და საავადმყოფოდან გაწერისთვის ემზადებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ინფექციას ბოლომდე ვერ მოერია და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ მწერალი და იუმორისტი ანატოლი ტრუშკინი ორჯერ გახდა „ლიტერატურული გაზეთის“ პრემიის – „ოქროს ვერძის“ მფლობელი („12 სკამის კლუბი“), 1992 და 2010 წლებში, 2001 წელს კი პრემია „ოქროს ოსტაპი“ მიიღო.

ცნობისათვის: ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს უახლოვდება (493 657; +8404 გასულ 24 საათში) და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ის (2 046 053) და ბრაზილიის (742 084) შემდეგ. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთი 6358 გარდაცვლილს აღრიცხავს (+216 გასულ 24 საათში) – ამ მაჩვენებლის გამო მას უცხოელი სპეციალისტები აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსეთი კოვიდ-19-ის მიზეზით გარდაცვლილების სტატისტიკას არასწორად აწარმოებს: ამ სიაში არ შეჰყავს ის პაციენტები, რომლებიც კორონავირუსის გამო გამწვავებული სხვა დაავადებით გარდაიცვალნენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close