იტალიაში ეპიდემიამ პიკს მიმდინარე წლის 28 მარტს მიაღწია – ISS
სპორტდარბაზები გაიხსნა, თუმცა რიგი აპლიკაციით უნდა დაიკავოთ
სამოქალაქო დაცვის სამსახურის 4 ივნისის საღამოს მონაცემებით, იტალიაში გასულ 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 177 შემთხვევა გამოვლინდა (ლომბარდიაში – 84) და ინფიცირებულთა მთლიანმა რაოდენობამ (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 234 013-ს მიაღწია. გარდაიცვალა 88 პაციენტი (გუშინ – 71), მათგან 29 – ლომბარდიაში. კორონავირუსის მსხვერპლთა ჯამური რაოდენობა ქვეყანაში 33 689-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Ansa წერს.
რეანიმაციაში მოთავსებულ მძიმე პაციენტთა რიცხვი უკვე კვირებია, სტაბილურად იკლებს და ამ დროისთვის 338-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ერთ დღეში 15-ით შემცირდა. მათგან ლომბარდიაში 125 მძიმე პაციენტია, 6-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით.
161 895 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 69%-ზე მეტია. ეს მაჩვენებელი ერთ დღეში 957-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში 38 429 აქტიური პაციენტია, რაც 868-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ.
კორონავირუსის ეპიდემიამ იტალიაში პიკს მიმდინარე წლის 28 მარტს მიაღწია, როცა ერთ დღეში კორონავირუსის 6106 შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია 4 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ მოხსენებაში, რომელიც ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა (ISS) და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (Istat) მოამზადეს.
მოხსენების თანახმად, მარტში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 113 011-ს მიაღწია, აპრილში 94 257 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, ხოლო მაისში (25 მაისის მდგომარეობით) – 18 706.
იტალიაში რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილების აღდგენასთან ერთად სპორტდარბაზებიც გაიხსნა, თუმცა საჭიროა აპლიკაციის შევსება და რიგის დაკავება.
ციცი ხაბელაშვილი
სპორტდარბაზი მილანში პანდემიის პირობებში – ციცი ხაბელაშვილის ფოტოები
კომენტარები