იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვი 505-მდე შემცირდა

იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის 27 მაისის ბიულეტენის თანახმად, იტალიაში  ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 50 966 პაციენტია, რაც 1976-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ. ამის შესახებ იტალიური სააგენტო Ansa წერს. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 117-ით გაიზარდა და  33072-ს მიაღწია. გარდაცვალების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა რვა რეგიონში – მარკეში, აბრუცოში, უმბრიაში, სარდინიაში, ვალე დ’აოსტაში, კალაბრიაში, მოლიზეში, ბაზილიკატაში, აგრეთვე, ბოლცანოს პროვინციაში.

ჩატარებული ტესტირებების შედეგად  (გასულ 24 საათში 67 324 ტესტი ჩატარდა) ინფიცირების 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (მათგან 384 – ლომბარდიაში) და ინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 231 139-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გასულ ერთ დღეში 2443-ით გაიზარდა, 147101-მდე.

რეანიმაციაში მოთავსებულია 505 კოვიდ-ინფიცირებული, 16-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ, მათგან 175 – ლომბარდიაში (-8).

მძიმე პაციენტების რიცხვი იტალიაში  რამდენიმე კვირაა, სტაბილურად იკლებს; თითქმის ერთი თვეა, ყოველდღე იკლებს აქტიურ პაციენტთა რაოდენობაც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close