სპორტი
ქართველი მორაგბეები საუკეთესოთა შორის
ფრანგულ სარაგბო კლუბ „მონპელიეს“ ქომაგებმა გუნდის დროის 15 საუკეთესო მორაგბე გამოავლინეს.
გულშემატკივრების გამოკითხვა სოციალურ ქსელში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც „მონპელიეს“ ოფიციალურ გვერდზე საბოლოო შედეგი გამოქვეყნდა. ქომაგთა 15 რჩეულ მოთამაშეს შორის ორი ქართველი მორაგბე – მიხეილ ნარიაშვილი და მამუკა გორგოძე დასახელდა.
ნარიაშვილი ფრანგული „მონპელიეს“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. 29 წლის მორაგბეს აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში 186 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი ლელოს ავტორია. რაც შეეხება მამუკა გორგოძეს „მონპელიეს“ მაისური მან 168-ჯერ მოირგო და მეტოქეს 27 ლელო გაუტანა.
1tv.ge
კომენტარები