ანტვერპენის პორტის ერთ-ერთ თევზის საწყობში პოლიციამ აღმოაჩინა კონტეინერი, რომელშიც ოთხი ტონა კოკაინი იყო. ამის შესახებ NL Times-ი იტყობინება.
აღმოჩეილი კოკაინის ღირებულება €200 მილიონია. გამოცემის ინფორმაციით, თევზის კონტეინერში ნარკოტიკის გარდა კალაშნიკოვის ტიპის 3 ავტომატიც აღმოაჩინეს. ჩხრეკის დროს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა, ისინი ნიდერლანდების მცხოვრებლები არიან. ეჭვმიტანილები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები