მსოფლიოnews

70 წლის რიჩარდ გირი მესამე შვილის მამა გახდა

ამერიკელი პროდიუსერი და მსახიობი  რიჩარდ გირი 70 წლის ასაკში მამა კიდევ ერთხელ გახდა.

ის და მისი 37 წლის მეუღლე – ალექსანდრა სილვა მეორე საერთო შვილის მშობლები 23 აპრილს გახდნენ. პატარა ბიჭუნა ნიუ-იორკის გარეუბანში მდებარე რანჩოზე დაიბადა.

წყვილი ერთამენთს დაახლოებით 10 წელია იცნობს, თუმცა ერთად 2014 წლიდან არიან. 2018 წელს მათ ნიუ-იორკში იქორწინეს და პირველი შვილი, ალექსანდერი 2019 წელს ეყოლათ.

ალექსანდრა სილვია წამოშობით ესპანელია, ხოლო მისი მამა, იგნაციო სილვია, რეალ მადრიდის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია.

აღსანიშნავია, რომ რიჩარდ გირს ყოფილი მეუღლის, ქერი ლოუელისგან 20 წლის შვილი – ჰომერი ჰყავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close