იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ისევ გაიღვიძა ევროპაში ყველაზე მაღალმა ვულკანმა ეტნამ. ამოფრქვევა 19 აპრილს, ადგილობრივი დროით 8:30 საათზე დაიწყო: სამხრეთ აღმოსავლეთის კრატერიდან მოედინება გავარვარებული ლავა, კვამლის და ფერფლის სვეტის სიმაღლე კი რამდენიმე კილომეტრს აღწევს.
სპეციალისტები აკვირდებიან ვულკანის აქტივობას და ხალხს ამშვიდებენ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ, შესაბამისად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ მოახდინოს.
ეტნა სიმაღლით დაახლოებით 3380 მეტრია და ამჟამად ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და წიდების ამოსხმის გამო.
კომენტარები