მსოფლიო

ისრაელში შეზღუდვები დღეიდან ეტაპობრივად მოიხსნება

ისრაელში კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. კერძოდ, უახლოეს ხანში ისრაელში გაიხსნება ელექტროტექნიკისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიები. ასევე, ამუშავდება საწარმოების ნაწილი.

ნეთანიაჰუს თქმით, კარანტინის რეჟიმის შემსუბუქების შემდეგ დაშვებული იქნება ქუჩაში ვარჯიში და ლოცვა ღია სივრცეში, თუმცა იმ პირობით, რომ მორწმუნეების რაოდენობა ათზე მეტი არ იქნება.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად დღეიდან, 19 აპრილიდან დაიწყება.

ისრაელში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 13 ათასზე მეტ ადამიანს, გარდაიცვალა 164 ადამიანი.

წყარო 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close