მსოფლიოსაზოგადოება

ჩინეთში ვირუსი ბრუნდება – წყარო რუსეთია

ჩინეთი, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ ითვლება, ახალ ტალღაზე საუბრობს და ამბობს, რომ იმპორტირებული შემთხვევები რუსეთიდან ფიქსირდება.

ოფიციალური პეკინის თქმით, რუსეთის საზღვართან მდებარე ჩინურ ქალაქებში 409 შემთხვევაა დადასტურებული. სწორედ ამიტომ ჩინეთი ამბობს, რომ ვირუსის უმსხვილესი გამავრცელებელი დღეს სწორედ რუსეთია.

აქედან გამომდინარე, ჩინეთმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან აიცილოს.

ოფიციალური პეკინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. ერთი თვის წინ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაქცინაზე მუშაობენ ისრაელში, გერმანიაში, კანადაში, რუსეთსა და ავსტრალიაშიც.

წყარო: amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close