სამზარეულორჩევები
„მოხარშული“ სააღდგომო პასკა
საჭიროა:
250 მლ რძე; 3 ს.კ. არაჟანი; 130 გ კარაქი; 4 კვერცხი; 225 გ შაქარი; 700 გ ფქვილი; 100 გ ქიშმიში; 11 გ მშრალი საფუარი; ვანილი; მწიკვი მარილი.
მომზადება:
- ხაში: 40 მლ თბილი რძეში ჩაყარეთ 1 ჩ.კ. შაქარი და საფუარი. დატოვეთ 10 წთ.
- ცომი: 210 მლ რძე, 50 გ გაცრილი ფქვილი და 50 გ კარაქი ერთმანეთს შეურიეთ, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- განაცალკევეთ კვერცხის გულები ცილებისგან. გულს მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 5 წთ. შაქარი გაყავით შუაზე, ერთი ნაწილი (110 გ) დააყარეთ მარილმოყრილ გულებს, დაუმატეთ ვანილი და კარგად გახსენით. მიღებულ მასას დაუმატეთ ხაში.
- ცალკე ჭურჭელში აურიეთ 3 კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი. დაამატეთ არაჟანი და 80 გ გამდნარი კარაქი. მიღებულ მასას შეურიეთ კვერცხის გულისგან გაკეთებული მასა.
- კვერცხიან მასას დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, შემდგომ გადაიტანეთ ჯამში. დატოვეთ 1-1.5 სთ.
- ამასობაში გარეცხეთ ქიშმიში და გააშრეთ, შემდგომ კი ცომს შეურიეთ.
- ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში და იქაც დატოვეთ 30 წთ. პასკა გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე. გაცივების შემდგომ გაუკეთეთ მინანქარი.
სოფო გურჯიშვილი
კომენტარები