fbpx
სამზარეულორჩევები

„მოხარშული“ სააღდგომო პასკა

საჭიროა:

250 მლ რძე; 3 ს.კ. არაჟანი; 130 გ კარაქი; 4 კვერცხი; 225 გ შაქარი; 700 გ ფქვილი; 100 გ ქიშმიში; 11 გ მშრალი საფუარი; ვანილი; მწიკვი მარილი.

მომზადება:

  1. ხაში: 40 მლ თბილი რძეში ჩაყარეთ 1 ჩ.კ. შაქარი და საფუარი. დატოვეთ 10 წთ.
  2. ცომი: 210 მლ რძე, 50 გ გაცრილი ფქვილი და 50 გ კარაქი ერთმანეთს შეურიეთ, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  3. განაცალკევეთ კვერცხის გულები ცილებისგან. გულს მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 5 წთ. შაქარი გაყავით შუაზე, ერთი ნაწილი (110 გ) დააყარეთ მარილმოყრილ გულებს, დაუმატეთ ვანილი და კარგად გახსენით. მიღებულ მასას დაუმატეთ ხაში.
  4. ცალკე ჭურჭელში აურიეთ 3 კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი. დაამატეთ არაჟანი და 80 გ გამდნარი კარაქი. მიღებულ მასას შეურიეთ კვერცხის გულისგან გაკეთებული მასა.
  5. კვერცხიან მასას დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, შემდგომ გადაიტანეთ ჯამში. დატოვეთ 1-1.5 სთ.
  6. ამასობაში გარეცხეთ ქიშმიში და გააშრეთ, შემდგომ კი ცომს შეურიეთ.
  7. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში და იქაც დატოვეთ 30 წთ. პასკა გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე. გაცივების შემდგომ გაუკეთეთ მინანქარი.

სოფო გურჯიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close