აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეჩერდეს.
ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.
ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.
„ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. შედარებისთვის, ჩინეთი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, მიეღო შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოიძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და „მათ დაუჯერებელი პრობლემები აქვთ“.
1tv.ge
კომენტარები