„მილანის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი კორონავირუსისგან განიკურნა – ამის შესახებ პორტალი Football Italia წერს.
გამოცემის ცნობით, პაოლო მალდინი მთლიანად გამოჯანმრთელდა COVID-19-ისგან და უკვე დაუბრუნდა თავისი მოვალეობის შესრულებას „მილანში“.
პაოლო მალდინის და მისი ვაჟის, დანიელის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გასულ თვეში გახდა ცნობილი.
მალდინის ვაჟი კორონავირუსული ინფექციისგან უფრო ადრე გამოჯანმრთელდა, მან ამის შესახებ თავად დაადასტურა გასულ კვირაში. დანიელი, მამის მსგავსად, „მილანში“ თამაშობს – მისი დებიუტი კლუბში მიმდინარე სეზონზე შედგა.
კომენტარები