ვიდეოსაბერძნეთი

ათენის ქუჩები კარანტინის დროს (ვიდეო)

ათენის ქუჩები მუდამ სავსეა მანქანებითა და ხალხით. ინტენსიური მოძრაობა ღამითაც არ წყდება, მაგრამ ბოლო ორი კვირაა ქალაქი საკუთარ თავს არ ჰგავს. გადაადგილება შეიზღუდა და მოქალაქეები, ძირითადად, ემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შემოღებულ წესებს. 6 აპრილის წვიმიან საღამოს, პიკის საათის დროს, დაახლოებით 7-ის ნახევარზე გადაღებული ეს ვიდეოები სევდისმომგვრელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითია და ელადის დედაქალაქის ქუჩები მალე ისევ ახმაურდება სიცოცხლის ხმებით.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close