იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი: იტალიაში გასულ ერთ დღეში 2099 ადამიანი გამოჯანმრთელდა

დღეს, 8 აპრილის საღამოს მონცემებით, იტალიაში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი – 2099 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 26 491-ს მიაღწია. შემცირდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი – 542 (გუშინ იყო 604), მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვი 17 669-მდე გაიზარდა. ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

აქტიური პაციენტების რაოდენობა 95262-ს შეადგენს (1195-ით მეტი, ვიდრე გუშინ; წინა დღის ზრდა 880 იყო).

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3836 ახალი შემთხვევა, რის შედეგადაც მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 139 422-ს მიაღწია.

რეანიმაციაში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობა უკვე მეხუთე დღეა იკლებს – ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 3693 პაციენტი, 99-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (მათგან 1257 – ლომბარდიაში).

„გახსნა ან გახსნაზე ფიქრი ამ სტადიაზე საკმაოდ ძნელია, ჩვენ ვართ არა მკაფიო შემცირების, არამედ [ეპიდემიის გავრცელების] სიჩქარის შენელების ეტაპზე“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე რანიერი გუერა. – „არსებობს ასიმპტომატიკის რეზერვუარი, რომელიც აგრძელებს ვირუსის ცირკულაციის გარანტირებას“. შეიძლება ფიქრი მუშაობის განახლებაზე „სამუშაოს კლასის, გეოგრაფიული ტიპოლოგიის და ასაკობრივი ზღვრის მიხედვით“, მაგრამ ყოველთვის „სამიზნე უნდა იყოს მრუდის მკაფიო დაშვება ქვემოთ, რომელიც ჯერჯერობით ისევ არ არსებობს… არა მგონია, რომ იტალიის ხელისუფლებას უნდა ქვეყნის გახსნა ამ რისკის გააზრების გარეშე“, – განაცხადა გუერამ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close