საბერძნეთისაზოგადოება

კირიაკოს მიცოტაკისი: „აპრილი ყველაზე კრიტიკული თვე იქნება“

„თუ მოვდუნდებით ამის საფასურს გადავიხდით“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, არ გავიდნენ სახლებიდან.

საბერძნეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აპრილი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული თვე იქნება.

„ჩვენ არ ვართ დასასრულის დასაწყისში, უფრო მეტად ალბათ დასაწყისის დასასრულში ვართ. აპრილი იქნება ყველაზე კრიტიკული თვე, თუ მოვდუნდებით, ამის საფასურს გადავიხდით და ეს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, მაღაზიები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები. შეზღუდულია გადაადგილება როგორც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და ქალაქს შორის, ისე მოქალაქეების სახლიდან გამოსვლა აუცილებელი მიზეზის გარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 415 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 52 ადამიანი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close