საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში კორონავირუსის გამო კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა

ბერძნული მედია ავრცელებს ცნობას კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ სამი შემთხვევის შესახებ. შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში ცამეტს მიაღწია.

ორი ლეტალური შემთხვევა დღეს დილით ათენში დაფიქსირდა, ხოლო ერთი – თესალონიკში. ათენში გარდაცვლილთაგან ერთი 84 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე კი – 94 წლის ქალი. თესალონიკში გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ექიმების ცნობით, სამივე მათგანს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა, რომელთა გართულებამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ისინი საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულნი, მაგრამ ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამ დროისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ 13 ადამიანია გარცვლილი, მათგან 11 მამაკაცია და 2 – ქალი. გარდაცვლილთა უმეტესობის ასაკი 80 წელს აღემატება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close