საზოგადოებასაბერძნეთი
საბერძნეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება, მაგრამ…
საბერძნეთის სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაგეგმილი იყო, რომ შემოსავლები ხარჯს 700 მილიონი ევროთი გადააჭარბებდა. სინამდვილეში სხვაობამ 2,5-ჯერ და კიდევ მეტი – მილიარდ 850 მილიონი ევრო შეადგინა.
მიუხედავად ამისა, სასიხარულო მაინც არაფერია, რადგან შემოსავლების დიდი ნაწილის ბიუჯეტში მობილიზება ძველი დავალიანებების დაფარვისა და საჯარიმო სანქციების ხარჯზე გახდა შესაძლებელი და არა ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხარჯზე – დაგეგმილზე ნაკლები თანხა შევიდა ბიუჯეტში დღგ-ის გადასახადის სახით, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა არ იზრდება.
საგულისხმოა, რომ ხელისუფლება მკაცრი ზომების გატარებას გეგმავს, რათა მოქალაქეებისა და კომპანიების ძველი ვალები ამოიღოს, ამისათვის საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოხსნასაც არ მოერიდებიან. 2018 წლის განმავლობაში საბერძნეთის საგადასახადო სამსახური შედარებით მცირე დავალიანების მქონე მოქალაქეებისგან 5 მილიარი ევროს დავალიანების ამოღებას გეგმავს.
კომენტარები