ხელოვნება

პარიზში ელენე შატბერაშვილი მოდილიანისთან ერთად გამოიფინება

25 თებერვალს პარიზში ქართველი მხატვრის, ელენე შატბერაშვილის ნახატები გამოიფინება. გამოფენაში „PORTRAITS FOREVER“, რომელიც TAJAN THE GALLERY-ში გაიმართება, ძველი და თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული პორტრეტები შევა. სასიამოვნოა ისიც, რომ ამ პორტრეტებს შორისაა ამედეო მოდილიანის ნახატიც.

ელენეს ნახატები ასევე გამოიფინება 29 თებერვალს ლაიფციგში, საერთაშორისო გალერეა Aigen Art-ში. გამოფენაში, სახელწოდებით „J’aime, je n’aime pas“, 6 ახალგაზრდა მხატვარი მონაწილეობს.

„ორივე გამოფენა პირველია სწავლის დამთავრების შემდეგ. ზოგადად, ნებისმიერი გამოფენა არის ეტაპი, რომლის დროსაც იგებ სხვა ადამიანების აზრს, სხვა კონტექსტში და სივრცეში უყურებ შენს ნამუშევარს, დისტანცირდები მისგან. ეს კი საშუალებას გაძლევს, რომ უკეთესად შეაფასო საით მიდიხარ შენს საქმეში, დაინახო ახალი მიმართულებები, ისევე როგორც შეცდომები.

მეორე ანუ გერმანიის გამოფენა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მასში ის მხატვრები ვმონაწილეობთ, ვისთან ერთადაც ვიყავი სახელოსნოში, ვისი გავლენითაც გავიზარდე და ვყალიბდები ისევ, ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ვისთანაც ვმეგობრობ… პატარა community-ვით ვართ“, – წერს  ელენე შატბერაშვილი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close