მსოფლიოტექნოლოგიები

განზრახ შენელებული აიფონები – საფრანგეთში „ეფლი“ 25 მილიონით დააჯარიმეს

კომპანია „ეფლი“ ძველი აიფონების განზრახ შენელების გამო 25 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. გადაწყვეტილება საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ მიიღო.

ინორმაცია მაუწყებლობა „ფრანს 24“-მა გაავრცელა. ფრანგული მედიის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ აიფონის მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემის განახლების შემდეგ ძველი ტელეფონები ნელდება, რის გამოც მომხმარებლები იძულებულები ხდებიან, ახალი სმარტფონები შეიძინონ.

„ეფლის“ ქმედებების გამო გამოძიება საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ 2018 წელს დაიწყო. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანია „ეფლმა“ მომხმარებელს დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერაციული სისტემის განახლების შემდეგ მათი ძველი თაობის ტელეფონები შენელდებოდა.

წლებია, უკვე მსოფლიო მედია აქტიურად საუბრობს, რომ ძველ აიფონებში სისტემა „აიოსის“ განახლების შემდეგ მობილური ტელეფონების სიჩქარე მცირდება, რაც კომპანია „ეფლმა“ 2017 წელს ნაწილობრივ აღიარა.

„ეფლი“ ამ დრომდე განაგრძობს ძველი მოწყობილობების შენელებას, მათ შორის ასახელებენ მეექვსე, მეშვიდე და მერვე თაობის თითქმის ყველა „აიფონს“. სისტემური განახლება ასევე ანელებს „აიფონ იქსს“ და „იქს-მაქსს“.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close