მოგზაურობამსოფლიო

რუსეთმა ჩინეთიდან ტურისტების შესვლა აკრძალა

რუსეთის ტუროპერატორებმა კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავების გამო ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფების მიღება გაურკვეველი ვადით შეაჩერეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის განცხადებაზე დაყდნობით, TASS-ი (რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო) ავრცელებს.

„ჯერ კიდევ გუშინ ჩვენთან იგზავნებოდნენ რაღაც ჯგუფები, ხდებოდა შეჯერება უვიზოდ შემომსვლელთა სიების. ამჟამად ყველა სია ანულირებიულია, რუსეთში ჩინელების ყველანაირი ჯგუფური შემოსვლები შეჩერებულია”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

მათი თქმით, უკვე შესულ ტურისტულ ჯგუფებს საშუალება მიეცემათ, ქვეყანაში პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დარჩნენ.

ტურისტული ჯგუფების სხვა ქვეყნებში გაგზავნის თაობაზე შეზღუდვები ჩინეთშიც დააწესეს, თუმცა ეს არა ცენტრალიზებულად, არამედ რეგიონული ხელისუფლების შეხედულებისამებრ ხდება, – აცხადებენ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებმა“ ჩინეთის კუნძულ ხაინანზე მდებარე რუსების საყვარელ კურორტზე ავიამიმოსვლა გაურკვეველი დროით შეაჩერა, ასევე გაურკვეველი დროით შეაჩერა ავიაკომპანია „ჩრდილოეთის ქარმა“ (Nordwind Airlines) სანკტ-პეტერბურგიდან და ირკუტსკიდან გუანჯოუს მიმართულებით ფრენები.

წყარო: info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close