კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 იანვარი
13-იდან 19 იანვრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში დაგჭირდებათ კონცენტრირება თქვენს მიზნებზე, შეეცადეთ უსიამოვნო სიტუაციებისგან თავი შორს დაიჭიროთ და არ აჰყვეთ უსაგნო ფაციფუცს. ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ მომგებიანად გაყიდოთ ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ და აღარ იყენებთ. შეეცადეთ განათავსოთ ისინი ინტერნეტში, შესთავაზოთ ნაცნობებს… პირველი მყიდველები დიდხანს არ გალოდინებენ. შეეცადეთ, რომ კლებადი მთვარის პერიოდში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება არ დაგეგმოთ.
ვერძი
პრაქტიკულად, მთელი კვირის განმავლობაში თქვენთვის რთული იქნება დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, ისეთ გარემოებებთან დაპირისპირება, რომლებიც ხშირად თქვენთვის ხელსაყრელი არ არის. და მაინც საჭიროა იმოქმედოთ და ცადოთ. დაიწყეთ საკუთარი თავიდან: გათავისუფლდით ილუზიებისა და სტერეოტიპებისგან, რომლებიც გაფერხებენ და ხელს გიშლიან პარტნიორებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში. სავარაუდოა ფინანსური პრობლემები: შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები, მაგრამ ნუ ეცდებით სიტუაციის დაუყოვნებლივ გამოსწორებას – მაინც არაფერი გამოვა. შიშს ნუ აჰყვებით, მაგრამ ფრთხილად იყავით, არ მოგატყუონ. კარგია, თუ თქვენ გვერდით არის ვინმე ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქმიანი რჩევა მოგცეთ.
კურო
ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. აქტიური კომუნიკაცია, საინტერესო ხალხთან შეხვედრა, ახალი ბიზნეს და შემოქმედებითი პარტნიორები… იანვრის შუა რიცხვები ძალიან წარმატებული იქნება, თუ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს არ დაეყრდნობით: აუცილებელია სხვების მოსაზრებები გაითვალისწინოთ. შეეცადეთ თავი დააღწიოთ ეჭვსა და ზედმეტ სიფრთხილეს: არანაირი მიზეზი არ გაქვთ, რომ არ ენდოთ ნათესავებსა და პარტნიორებს. და ნუ დააჩქარებთ მოვლენების განვითარებას: ცვლილებები, რომლებზეც ფიქრობთ, რომ აუცილებელია, სინამდვილეში დროული არ არის, ასე რომ, ჯობია ყველაფერი თავისთავად განვითარდეს.
ტყუპი
ცხოვრების არც ისე სასიამოვნო გარემოებები აიძულებს ტყუპებს გადახედონ საკუთარ ფასეულობებს, იპოვონ ახალი სულიერი დასაყრდენი. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ნახავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. კვლავ ცდილობთ იპოვოთ საკუთარი თავი, გადახედოთ ძველ რწმენებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში საბოლოო ჭეშმარიტებად მიგაჩნდათ. ამასთან, გადაჭარბებული ემოციურობა საშუალებას არ გაძლევთ, ობიექტურად შეაფასოთ ის, რაც ხდება და საკუთარი ძლიერი მხარეები, ასე რომ, საბოლოო დასკვნების გამოტანას ნუ ჩქაროთ. თქვენთვის კარგია მარტო ყოფნა, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში.
კირჩხიბი
თქვენთვის საკმაოდ რთული პერიოდი იწყება – ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, რაც აისახება როგორც თქვენს განწყობაზე, ისე შრომისუნარიანობაზე. შეეცადეთ მეტი დაისვენოთ და ზედმეტ პრობლემებს ნუ გაიჩენთ. არსებობს მოტყუების რისკი ან შესაძლოა საკუთარი შეცდომებისა და მცდარი წარმოდგენების შედეგებს შეეჯახოთ. კვირის მეორე ნახევარში მოინდომებთ პრობლემებს ილუზიების სამყაროში დაემალოთ, მაგრამ, ამავე დროს, სამუშაო და პასუხისმგებლობის გრძნობა ახლობლების წინაშე მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ და ამ მხრივ ხელფეხშეკრული ხართ.
ლომი
ეს კვირა განახლების, შემოქმედებითი აქტიურობისა და თვითრეალიზაციის დროა. სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველი იქნებოდა ტვირთის მოცილება, ყველაფრისგან თავის დაღწევა, რაც ხელს უშლის თქვენს წინსვლასა და განვითარებას. ეს არის სწორი გადაწყვეტილება: უბრალოდ, არ ღირს მთლიანად უარი თქვათ „ძველ სამყაროზე“. გააანალიზეთ სიტუაცია და სწორი დასკვნები გამოიტანეთ. კვირის პირველ ნახევარში არსებობს სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის რისკი, რაც გამოიწვევს არასაჭირო ხარჯებს და ზარალს. შეეცადეთ იცხოვროთ თქვენი გონებით და პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ. კვირის მეორე ნახევარში კვლავ იგრძნობთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია.
ქალწული
შანსი გაქვთ, კარგი თანხა გამოიმუშაოთ, მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო და პერსპექტიულ პროექტებში, დაამყაროთ ახალი საქმიანი კავშირები. უბრალოდ, არ ღირს დაუფიქრებელი მოქმედებები: სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ადამიანებთან. კვირის მეორე ნახევარში მხოლოდ სიმშვიდესა და დასვენებაზე იოცნებებთ: ყველაფერი სინათლის სიჩქარით იცვლება და თქვენთვის ძალიან რთული იქნება ახალ გარემოებებთან შეგუება. მაგრამ სცადეთ! დაგჭირდებათ გამბედაობა, რისკზე წასვლის და ახალი ტენდენციების შეგრძნების უნარი – მაშინ შემოსავლის გაზრდისა და მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნის დიდი შანსი გაგიჩნდებათ. შეიძლება მეგობრებმა ძალიან მაცდური, თუმცა სარისკო წინადადება შემოგთავაზონ.
სასწორი
თქვენი აქტიურობა და მოხერხება აუცილებლად მიგიყვანთ შესანიშნავ შედეგებამდე. ამასთან, ახლა სასწორები ცდილობენ უგულებელყონ კოლეგების რჩევა და აზრი, შესაბამისად, რისკავენ, რადგან შესაძლოა დახმარების გარეშე დარჩნენ. კვირის მეორე ნახევარში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა ზოგჯერ უშედეგოდ. პრობლემა ისაა, რომ ამ მომენტში საკუთარი ცხვირის მიღმა ვერაფერს ხედავთ და, შესაბამისად, ვერ შეძლებთ ადეკვატურად შეაფასოთ როგორც თქვენი, ისე ირგვლივ მყოფების ქმედებები… და მთლიანობაში – სიტუაცია. რაც ყველაზე მთავარია, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას პრობლემებზე და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით. შანსი გაგიჩნდებათ, აინაზღაუროთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. უბრალოდ, არ ჩაერთოთ სარისკო საქმეებში და არ მოუსმინოთ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანთა რჩევებს.
მორიელი
მორიელის ნიშნის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ ორი მოსაზრება არსებობს: მათი საკუთარი და არასწორი. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი პოზიცია გარშემო ადამიანებს გიფრთხობთ. იყავით უფრო მეტად ერთგული, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ყველა მეგობარს დაკარგავთ. კვირის პირველ ნახევარში თქვენთვის კომუნიკაცია, გუნდში მუშაობა ადვილი არ იქნება, რაც გავლენას მოახდენს არსებულ ურთიერთობებსა და თქვენს სტატუსზე. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, ასევე დაუფიქრებელი მოქმედებები, რაც ნულოვან შედეგამდე მიგიყვანთ და უზარმაზარ დროს დაგაკარგვინებთ. თუ შესაძლებელია, დაისვენეთ, შეეცადეთ დაიბრუნოთ ძალა და ენერგია და იმუშაოთ საკუთარ თავზე.
მშვილდოსანი
სავარაუდოა უთანხმოება უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ან ხელმძღვანელობასთან. ახლა რთულია მოლაპარაკება, საქმიანი საკითხების მოგვარება. ამ კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ მწვავე პერიოდი იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგზაურობა, შეხვედრები, საუბრები რაიმე სარგებლობას ან სიამოვნებას მოგიტანთ. გარდა ამისა, მეგობრები და ახლობლები ცდილობენ აქტიურად ჩაერიონ თქვენს ცხოვრებაში – და თქვენ გინდათ, რომ მათგან ყრუ კედელი გაშორებდეთ. და ეს მართლაც ასეა: თქვენთვის რთულია კონცენტრირება, აზრების დალაგება. სასურველია მარტო, მშვიდად თუ დაისვენებთ, ეს თქვენთვის აუცილებელია ისე, როგორც ჰაერი. შეეცადეთ აღიდგინოთ ძალა და სულიერი სიმშვიდე – მაშინ თავს უფრო კარგად იგრძნობთ.
თხის რქა
ამ კვირაში თხის რქის წარმომადგენლები მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ შენიშვნაზე და ნეიტრალურ განცხადებებშიც კი შეიძლება მოეჩვენოთ ორაზროვნება და ხრიკები. დამშვიდდით, შეწყვიტეთ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“, მით უმეტეს, რომ ის იქ არ არის. კვირის მეორე ნახევარში ბევრი საინტერესო რამ გელით: კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანთან, საინტერესო მოგზაურობები. ერთი პრობლემაა: ეგოიზმი შემოგიტევთ და შეიძლება თქვენი სურვილი, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ, თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს. თუ არ გსურთ ურთიერთობის გაფუჭება კოლეგებთან, მეგობრებსა და ნათესავებთან, იყავით ზომიერად ამბიციური, თანმიმდევრული, ორგანიზებული, ყოველთვის შეასრულეთ დანაპირები.
მერწყული
ამ კვირაში სავარაუდოა დაძაბული სიტუაციები ოჯახში, განსაკუთრებით ქალებთან ურთიერთობაში. შეიძლება წინა პლანზე ძველი წყენები წამოვიდეს, ასევე, გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია დაივიწყეთ. რას იზამთ, ყველაფრის მოგვარება ახლა მოგიწევთ. ეს პერიოდი თქვენთვის ცვლილებების დროა. კვირის პირველ ნახევარში ნაცნობი სამყარო შეიძლება ჩამოიშალოს და განუწყვეტელ ცვლილებებთან შეგუება ძნელი იქნება. შეეცადეთ იპოვოთ საყრდენი თქვენს პრინციპებსა და იდეალებში, იმოქმედეთ კეთილსინდისიერად, დაიცავით სამართლიანობა: ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ საკუთარი თავის პატივისცემა და ფსიქოლოგიური წონასწორობა. კვირის მეორე ნახევარში ყველაფერი თანდათანობით დაიწყებს გაუმჯობესებას და ბევრად უფრო ადვილი იქნება ორიენტირება იმაზე, რაც ხდება, და გადაწყვეტილებების მიღება.
თევზები
ამ პერიოდის განმავლობაში თევზები, ასე ვთქვათ, საომარ განწყობაზე იქნებიან და მათმა იმპულსურმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები, ტრავმები და გზებზე ავარიული სიტუაციები შექმნას. გააკონტროლეთ თავი, თორემ შეიძლება ბევრ უსიამოვნებას გადააწყდეთ. ეს საკმაოდ აქტიური დროა, თუმცა თქვენი მოქმედებები ყოველთვის სასურველ შედეგებამდე არ მიგიყვანთ. და ეს იმიტომ, რომ თქვენთვის რთულია დაიცვათ წესები, საზღვრები, გააკონტროლოთ ემოციები. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდეთ. გასაკვირი არ არის, რომ გაგკიცხონ არათანმიმდევრულობის, ზოგჯერ უსამართლობის გამო. იმისათვის, რომ პრობლემები არ შეიქმნათ, შეეცადეთ შეზღუდოთ მომენტალური იმპულსები: ჯერ შედეგებზე იფიქრეთ, შემდეგ კი იმოქმედეთ.
თამთა გურული
კომენტარები