კრიმინალისაბერძნეთი
ათენში ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საქართველოს მოქალაქე ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის მოხდა.
ორი მძარცველი ამბელოკიპის უბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, თუმცა ისინი მეზობლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.
ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციისგან თავის დაღწევის მცდელობისას ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, თუმცა მინის ჩამსხვრევის დროს მას ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა. მძარცველები პოლიციამ დააკავა და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები