საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

40-დღიანი ტყვეობის შემდეგ ბათუმელი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული ელექტრომექანიკოსი ოთარ ვარდიძე სამშობლოში დაბრუნდა. მედიასთან მეზღვაურს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ორმოცი დღე იყო ტყეში, ჯუნგლებში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, კომპანიას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობას. ყოველდღე მქონდა ინფორმაცია, რომ კარგად იყო. თანხაზე იყო ალბათ საუბარი, რამდენი, არ ვიცი“, – განაცხადა მეზღვაურის დამ მარიამ ვარდიძემ.

ოთარ ვარდიძე 3 მეზღვაურთან ერთად 4  ნოემბერს გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრის დაშორებით, გემზე თავდასხმის დროს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close