მოგზაურობაეკონომიკაიტალიასაზოგადოება

ავიაკომპანია Alitalia-მ გაფიცვის გამო 315 რეისი გააუქმა

იტალიურმა ავიაკომპანია ALITALIA-მ პილოტთა და ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო 315 რეისი გააუქმა. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პროფკავშირების ნაწილის მიერ გამოცხადებული 24-საათიანი გაფიცვის ​გამო, იძულებულები ვართ, გავაუქმოთ 315 შიდა და საერთაშორისო რეისი, რომელიც 13 დეკემბერს უნდა შესრულებულიყო“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მგზავრებს 18 დეკემბრამდე ბილეთის ღირებულების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლიათ. Alitalia-ს თანამშრომლებთან ერთად გაფიცვაში ავიაკომპანია Air Italy-ს პერსონალიც მონაწილეობს.

„იტალიის შრომის კონფედერაცია“ კომპანია Alitalia-ს რამდენიმე ნაწილად დაყოფას და სხვადასხვა მეპატრონეზე გასხვისებას აპროტესტებს და მთავრობისგან ავიაკომპანიისთვის ახალი ბიზნესგეგმის შემუშავებას ითხოვს, რაც სამუშაო ადგილების შენარჩუნების და ინვესტიციების ზრდის გარანტია იქნებოდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close