მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი გახდა
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი ვიკი გაბორი (VIKI GABOR) გახდა სიმღერით SUPERHERO. კონკურსანტმა 278 ქულა მიიღო.
საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი 69 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს პოლონეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მე-6 ნომრად გამოვიდა. როსტიაშვილმა შეასრულა დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love).
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
1tv.ge
კომენტარები