ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (18-24 ნოემბერი)

18-იდან 24 ნოემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გუნება-განწყობას, თუ როგორ გრძნობთ თავს, მოუსმინეთ თქვენს სხეულს. მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ საყურადღებო სიგნალები, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი გაძლევთ. ასევე რეკომენდებულია გაიაროთ პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება – ეს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

 

ვერძი

წინ დატვირთული პერიოდი გელით. საქმე ბევრი იქნება, მაგრამ სულ იმის შეგრძნება გექნებათ, რომ მათი რიცხვი არ იკლებს… მაქსიმალური დატვირთვის გამო შეიძლება საკუთარ ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოგრჩეთ. ახლა შეგიძლიათ და აუცილებელიცაა, რომ საკუთარ ფიგურაზე იზრუნოთ.

 

კურო

პირად ცხოვრებაში ცვლილებების დიდი შანსია, მით უმეტეს, თუ მარტოხელა ხართ. უფრო ხშირად და უფრო ყურადღებით დაუკვირდით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს, რათა სწორედ „ის ერთადერთი“ არ გამოგრჩეთ. ვარსკვლავები გირჩევენ თქვენი გარდერობის გასაახლებლად საყიდლებზე წახვიდეთ. ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი თავისთვის, ეს ინვესტიცია შედეგიანი იქნება.

 

ტყუპი

ამ კვირაში არაერთი კარგი ამბავი გელოდებათ. უინტერესო და რთული საქმეები შემდეგისთვის გადადეთ. დრო იმას დაუთმეთ, რაც გსიამოვნებთ. სხვათა შორის, ახლა შეგიძლიათ სახლში რაღაცები შეცვალოთ ან მცირე რემონტი წამოიწყოთ.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენთვის პირველ ადგილს სამუშაო იკავებს. ამის გამო შეიძლება თქვენი პირადი ურთიერთობები დაზარალდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ფულად პრემიას მიიღებთ. ისწავლეთ დასვენება, რომ მთელი რესურსები არ ამოგეწუროთ. ნაკლებად მოიხმარეთ ცხიმიანი საკვები და ცომეული! გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და ფიგურას.

 

ლომი

უთანხმოება, რომელიც შეიძლება პირად ურთიერთობაში წარმოიშვას, შეეცადეთ პარტნიორთან ერთად მოაგვაროთ. ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. მნიშვნელოვანია ცივი გონებით იმოქმედოთ. მძღოლ ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ ფრთხილად იყვნენ მანქანის მართვისას.

 

ქალწული

შესაძლოა ამ პერიოდში მოწყენილობა დაგეუფლოთ. დაღლას იგრძნობთ. განწყობას მეგობრებთან ურთიერთობით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მოგვარებით აიმაღლებთ. ახალი ნაცნობობის შემთხვევაში პირველ შთაბეჭდილებებს დიდად ნუ აჰყვებით, შესაძლოა ეს ადამიანი იტყუებოდეს და ის არ აღმოჩნდეს, ვინც გგონიათ.

 

სასწორი

შეეცადეთ შვილებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა გქონდეთ, რათა საგანგაშო სიგნალები არ გამოგეპაროთ. სამსახურში მნიშვნელოვანი პერიოდი 20 ნოემბრიდან დაიწყება. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარეა, რომ ზედმიწევნით კარგად და საფუძვლიანად შეასრულოთ სამუშაო, ამ შემთხვევაში თქვენი შრომითი გმირობა შეუმჩნეველი არ დარჩება.

 

მორიელი

ყურადღების ცენტრში ყოფნა გინდოდათ? ასეც იქნება, ოღონდ ეცადეთ ძალიან არ გაყოყოჩდეთ, თორემ ირგვლივ მყოფები ისევ ძალიან სწრაფად ჩამოგიყვანენ „ციდან“ „მიწაზე“. უახლოეს კვირაში შეგიძლიათ კარდინალურად შეიცვალოთ ცხოვრების წესი და პირობები. კერძოდ, ხელსაყრელი დროა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად და ახალი ბინის შესაძენად.

 

მშვილდოსანი

სირთულეები, რომლებიც ადრე ბევრ კითხვას გიჩენდათ, ახლა ადვილად გადასაჭრელი აღმოჩნდება. იოლად შეძლებთ ახლობლებთან მოლაპარაკებას. გარიგებისა და ხელშეკრულების დასადებად ეს პერიოდი შესაფერისი არ არის. სერიოზული საკითხების მოგვარება დეკემბრის დასაწყისისთვის გადადეთ.

 

თხის რქა

თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან უფრო ღია და ურთიერთნდობით აღსავსე გახდება. თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე დიდი ხანია დაქორწინებულები არიან, პარტნიორისგან სასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდონ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი გაციების რისკის ქვეშაა. მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, რათა დაავადება თავიდან აიცილოთ.

 

მერწყული

ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს ახლა თავიდან ვერ აიცილებთ. პანიკის ნაცვლად იმაზე იფიქრეთ, როგორ გამოიმუშაოთ გარანტირებული თანხა და რაზე დაზოგოთ ფული. ეს პერიოდი ხელსაყრელია მეორე ნახევრის მოსაძებნად. შორეული მოგზაურობისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ: ამ დროს სახლში თქვენი ყოფნა აუცილებელია.

 

თევზები

დაგროვილი პრობლემები უმჯობესია ახლა გადაჭრათ, მერე გვიან იქნება. ეცადეთ არავინ გააკრიტიკოთ, ამას ჯობია საკუთარ შეცდომებს მიაქციოთ ყურადღება. ამ კვირის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მთლიანად მიუძღვენით მას თავი, რათა სამომავლოდ ენერგიით დაიმუხტოთ.

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close