ქეთევან ქემოკლიძის კარმენს იტალიურმა „რაიმ“ სიუჟეტი მიუძღვნა
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო წარმატებით გამოდის მსოფლიოს სცენებზე. ის მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერაში მის კარმენს იტალიურმა „რაიმ“ სიუჟეტი მიუძღვნა.
სიუჟეტში აღნიშნავენ, რომ ქართველი არტისტის მომხიბვლელობაში, რომლის რეპეტუარი მოიცავს მეცოს წამყვან პარტიებს, შერწყმულია მისი საოცარი ვოკალური და სამსახიობო ნიჭი თუ შთამბეჭდავი გარეგნობა. როგორც მსოფლიოს სხვა სცენებზე, ამ კარმენმაც მას პუბლიკის დიდი ოვაციები და დამსახურებული პირადი წარმატება მოუტანა.
კრიტიკა ასევე აღნიშნავდა:
„მთავარი გმირი ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძეა … მისი, არა მხოლოდ მსუყე და მომნუსხველი ხმა, არამედ ელეგანტური და კარგად სტრუქტურირებული ვოკალური ხაზი: სავსე დაბალი და სუფთა მაღალი ნოტები ზუსტად უსვამენ ხაზს ქემოკლიძის მდიდარ და კრისტალურ ხმას …“ – გაზეთი „ტეატრო“.
„ქეთევან ქემოკლიძის მრავალფეროვანი კარმენით შედგა დებიუტი ვერდის თეატრში, ქართველი მეცო-სოპრანოს მოქნილი და ყველა რეგისტრში ერთნაირად მძლავრი ხმა, უნიკალურად გამორჩეული სამსახიობო ნიჭი და გარეგნობა, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება საზოგადოებაში გავრცელებულ კარმენის სახეს…“ – გაზეთი „ტრიესტე პრიმა“.
წყარო: fortuna.ge
კომენტარები