მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

პარიზის ზოოპარკმა სტუმრებს 720 სქესის მქონე ორგანიზმი წარუდგინა (ვიდეო)

პარიზის ზოოპარკში ახალი ბინადარია, რომელსაც „წვეთი“ დაარქვეს. ამის შესახებ EURONEWS-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლიქენების მსგავსი ყვითელი ორგანიზმი ბიოლოგებისთვისაც ამოცანად რჩება. „წვეთს“ ტვინი არ აქვს, მაგრამ მას პრობლემების მოგვარება და ცოდნის გაცვლა შეუძლია. მას არ აქვს პირი, კუჭი, თვალები, მაგრამ საკვების პოვნას და მიღებას ახერხებს. თუ არსებას შუაზე გაჭრით, ის 2 წუთში შეხორცდება.

ამასთან, „წვეთი“ კიდურების არარსებობის მიუხედავად საათში 4 სანტიმეტრის სიჩქარით გადაადგილდება და მას 720 სქესი აქვს.

ორგანიზმის ოფიციალური სახელწოდებაა Physarum polycephalum, ის ყვითელი ფერის ლორწოვანი ობის ნაირსახეობას წარმოადგენს, აქვს ცხოველების და სოკოს თვისებები, მაგრამ არც ერთია და არც მეორე.

„წვეთი“ ცოცხალი არსებაა, ბუნების ერთ-ერთი საიდუმლო. არ ვიცით, რა არის. ცხოველივით იქცევა, სწავლა შეუძლია. ლაბირინთში რომ მოვათავსოთ, იქიდან უსწრაფეს გამოსავალს აღმოაჩენს“, – ამბობს პარიზის ბუნებისმეტყველების მუზეუმის დირექტორი ბრუნო დავიდი.

ბუნებაში სხვა ბიოლოგიური „უცნაურობებიც“ არსებობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნაკლებად შესწავლილ არსებას ზოოპარკში წარადგენენ. პარიზის ზოოპარკის სტუმრები ამ უჩვეულო ორგანიზმის ნახვას 19 ოქტომბრიდან შეძლებენ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close