მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალი

გერმანიის სასამართლომ ნაგვიდან პროდუქტების ამოღება ქურდობად აღიარა

გერმანიის სასამართლომ ნაგვიდან პროდუქტების ამოღება ქურდობად აღიარა. როგორც გერმანული გამოცემა „ნორდბაიერნ.დე“ იუწყება, შესაბამისი ვერდიქტი ბავარიის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა.

საქმე ეხება 2018 წელს დაწყებულ ხმაურიან დავას, როდესაც ორმა სტუდენტმა ერთ-ერთი სუპერმარკეტის ნაგვის კონტეინერი გახსნა და საკვები პროდუქტები ამოიღო. გამოძიების ცნობით, პროდუქტების შენახვის მინიმალური ვადა ჯერ გასული არ იყო. ამის გამო 2019 წლის იანვარში სტუდენტ გოგონებს რვა საათით იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯეს. მათ ასევე მოუწიათ 225 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც.

გოგონებმა ეს ვერდიქტი გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკვები პროდუქტები, თუნდაც ნაგვის კონტეინერში, სუპერმარკეტს ეკუთვნოდა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კვლევის მიხედვით, გერმანიაში ყოველწიურად 13 მილიონ ტონა საკვებ პროდუქტს ნაგავში ყრიან.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close