მსოფლიოსაზოგადოება

კალიფორნიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს, 100 ათასი კაცი ევაკუირებულია, არის მსხვერპლი (ვიდეო)

100 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული ლოს-ანჯელესის გარეუბნებიდან (კალიფორნიის შტატი), შტატის ტერიტორიაზე ტყის მასშტაბური ხანძრის გამო. როგორც ტელეკომპანია CNN-მა გამოაცხადა, სტიქიამ უკვე შეიწირა, სულ ცოტა, ერთი ადამიანის სიცოცხლე.

ტელეკომპანიის მონაცემებით, სულ მაშველებმა 23 ათასი სახლის მცხოვრებთა ევაკუირება მოახდინეს. ლოს-ანჯელესის სახანძრო სამმართველოს მონაცემებით, ამ დროისთვის 75-ზე მეტი შენობაა განადგურებული. შტატის ტერიტორიაზე მოქმედებს დაზარალებულთა დახმარების 4 ცენტრი.

300 ათასამდე ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე მას შემდეგ, რაც ენერგეტიკულმა კომპანია Pacific Gas and Electric-მა (PG&E), რომელსაც პასუხისმგებლობა დაეკისრა კალიფორნიაში შარშან მომხდარი ყველაზე მასშტაბური ხანძრის გამო, განზრახ შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. თავიდან დენი 800 ათასამდე ადამიანს არ მიეწოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი ხანძრის შედეგად კალიფორნიაში 2018 წლის ნოემბერში, ხელისუფლების მონაცემებით, დაიღუპა, სულ ცოტა, 85 ადამიანი; ცეცხლმა გაანადგურა 14 ათასი სახლი, 520-ზე მეტი კომერციული შენობა და 4 ათასზე მეტი სხვა ნაგებობა. გადაიწვა 620 კვ. კილომეტრზე მეტი ტერიტორია.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ხანძარი გაჩნდა Pacific Gas and Electric-ის ელექტროგადამცემ ხაზზე არსებული გაუმართაობის გამო პულგის (Pulga) დასახლებული პუნქტის რაიონში, კალიფორნიის ჩრდილოეთში. კომპანია 1 მლრდ დოლარის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close