მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

პარიზის პოლიციის სამმართველოში მამაკაცმა დანით 4 პოლიციელი მოკლა

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის პოლიციის სამმართველოში ოთხი პოლიციელი მოკლა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცი პოლიციელებს სამმართველოს ეზოში დაესხა თავს. დაშავებულია, სულ მცირე, 5 პოლიციელი, მათგან 4 გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი ქალი. შემთხვევა დღეს, პარიზის დროით 13:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი თავადაც პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა 20 წლის განმავლობაში. მას სმენასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა ჰქონდა, თუმცა რაიმე გადახრის არანაირი ნიშანი არ გამოუმჟღავნებია.

პოლიციის პრეფექტურასთან ახლოს მდებარე მეტროსადგური „სიტი“ უსაფრთხოების ზომების გამო დაიხურა. შემთხვევის ადგილზე პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი და შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანე მივიდნენ. მოგვიანებით პოლიციის სამმართველოში საფრანგეთის პრეზიდენტსაც ელოდებიან.

მამაკაცის აგრესიის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close