მსოფლიოსაზოგადოებატექნოლოგიებისაქართველო

კომაროვის სკოლის მოსწავლე – პირველი ქართველი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის „დიდების დარბაზში“

კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის „დიდების დარბაზში“ შეიყვანეს. ინფორმაცია სკოლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მინიმუმ 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკოლოზ ბირკაძე რეიტინგში 25-ე ადგილზეა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით. აღსანიშნავია, რომ თბილისელი მოსწავლე „დიდების დარბაზში“ ჯერჯერობით ერთადერთი ქართველია. სიის ლიდერი ბელარუსი გენადი კოროტევიჩია 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით.

ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2 და ვერცხლის 1 მედალი;

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი;

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში;

სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი;

ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი;

რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close