მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალისაზოგადოება

საროსკიპოების მფლობელი ქალის უკიდურესად მდიდრული ცხოვრება

საროსკიპოების მფლობელ ქალს, რომელიც მილიონობითდოლარიან სექსიმპერიას ედგა სათავეში, ფულის ხარჯვა მდიდრულ ნივთებზე უყვარდა.

მარგარეტ პატერსონი 1 კვირის წინ გარდაიცვალა 66 წლის ასაკში და მის სახლში გამომძიებლებმა აურაცხელ სიმდიდრეს მიაკვლიეს.

თავის სიცოცხლეში მარგარეტ პატერსონს არაერთი ბრალი წაუყენეს, იგი 2015 წელს საროსკიპებისა და ე.წ. ესკორტ მომსახურების ხელმძღვანელობის ბრალდებით გაასამართლეს კიდეც. იგი თავის საქმიანობას ედინბურგში (შოტლანდია) ეწეოდა.

პოლიციამ მარგარეტ პატერსონის სახლში 200 000 გირვანქა სტერლინგი ნაღდი ფული იპოვა. მადამ Moneybags-ის სახელით ცნობილ ქალს ფულის ხარჯვა დიზაინერების ნივთებზე უყვარდა. მას სახლში 400 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების ჩანთები, აქსესუარები და ფეხსაცმელები აღმოაჩნდა, მათ შორის, „ვერსაჩეს“ 4320£-იანი საათი და ძვირფასი ბეჭდები კოლოფებით, რომლებიც საერთოდ გაუხსნელი იყო. მარგარეტის სახლში ერთმანეთზე დაწყობილი ძვირადღირებული ჩანთებიც იპოვეს, რომლებიც 2 მეტრის სიმაღლეს აღწევდა.

ამჟამად სასამართლოში მისი კუთვნილი ქონების მემკვიდრეობაზე მიმდინარეობს დავა. მარგარეტ პატერსონს შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც მის ქონებაზე სხვა ნათესავები აცხადებენ პრეტენზიას.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close