მსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ელისეს სასახლეში დასაქმდა
საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ელისეს სასახლეში დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თეიმურაზ გორჯესტანი ელისეს სასახლის დიპლომატიური განყოფილების თანამშრომელი გახდა. მანამდე გორჯესტანი ნიუ-იორკში, გაერო-ში საფრანგეთის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ელისეის სასახლეში გორჯესტანს აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნების საკითხებზე მოუწევს მუშაობა.
1tv.ge
კომენტარები