ბარსელონაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)
ბარსელონაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური პოლიცია ავრცელებს.
დაკავებულებს ბარსელონასთან მდებარე დაბა ბაშ-ლიობრეგატში 7 სახლის ძარცვა ედებათ ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულებს შემდეგი ძარცვისთვის ათობით სახლი ჰქონდათ მონიშნული. კერძოდ, ისინი სახლების საკეტებზე შეუმჩნეველ ნიშნებს აკრობდნენ და თუ რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ადგილზე ხვდებოდათ, დამნაშავეები ასკვნიდნენ, რომ სახლში ბოლო დღეების განმავლობაში არავინ ცხოვრობდა.
4 სექტემბერს ერთ-ერთი მოქალაქისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავა და ბარსელონასა და საბადელში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელში ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 200-ზე მეტი მოპარული ნივთი, მათ შორის, ძვირფასი ნაკეთობები, საათები და ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. დაკავებულებს ბრალი 6 სექტემბერს წაუყენეს.
Estaven especialitzats en robatoris a domicilis pel mètode dels "marcadors". Tres detinguts. La col·laboració ciutadana, clau https://t.co/eQGdcOfdkz pic.twitter.com/2PhXTDMHQh
— Mossos (@mossos) September 14, 2019
imedinews.ge
კომენტარები