დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ახალ, საკუთარ შენობაში გადავიდა

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ლონდონში ახალ შენობაში გადავიდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი ავრცელებს.

საელჩოს ახალი მისამართია – 20 Saint George’s Square, Pimlico, London.

ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შესაძენად გასული წლის ბოლოს 3 520 000 ფუნტი სტერლინგი გამოიყო. მანამდე საელჩო ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული.

1tv.ge

კომენტარები