მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებასაქართველოსპორტი

ქართველი გულშემატკივარი სარაგბო მატჩის სანახავად თბილისიდან ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა (ვიდეო)

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია ქართველი სტუდენტის, სანდრო დათიშვილის შესახებ, რომელიც თბილისიდან ედინბურგში საკუთარი ველოსიპედით ჩავიდა, რათა შოტლანდიასა და საქართველოს შორის სარაგბო მატჩს დასწრებოდა.

„სპორტის გულშემატკივრები დიდ მანძილებზე დაჰყვებიან საყვარელ გუნდებს, მაგრამ რაგბის ერთმა გულშემატკივარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. სანდრო დათიშვილმა ველოსიპედით გაიარა თბილისიდან ედინბურგამდე, რათა შოტლანდიასა და საქართველოს შორის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩს დაესწროს, – ნათქვამია სტატიაში. – სანდრო დათიშვილი თბილისში არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლობს. მან შეამჩნია, რომ სხვებთან შედარებით საქართველოს ნაკრებს გასვლით მატჩებზე მცირე რაოდენობის გულშემატკივარი დაჰყვება და გადაწყვიტა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია“.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ედინბურგში მიმდინარე სარაგბო მატჩის დაწყებამდე უხერხული ინციდენტი მოხდა. ორგანიზატორებს შეცდომა მოუვიდათ და საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს.

კოტე ფოცხვერაშვილის მიერ დაწერილი „დიდება“ საქართველოს ჰიმნი 1918-1921 და 1991-2003 წლებში იყო.

6 სექტემბერს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა ანგარიშით 9:36.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close