იტალიაკრიმინალისაზოგადოება

„5SM“-ის დამაარსებლის, ბეპე გრილოს ვაჟიშვილს ჯგუფურ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

19 წლის ჩირო გრილოს, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ დამაარსებლის, ბეპე გრილოს ვაჟიშვილს, ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ – ამის თაობაზე დღეს LA STAMPA წერს.

ეჭვმიტანილთა შორის კიდევ 3 ახალგაზრდა კაცია, ჩიროს მეგობრები.

„სკანდინავიური წარმოშობის მოდელმა“ სამართალდამცვავ ორგანოებს განცხადებით მიმართა, წერს გამოცემა. მისი თქმით, იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა საღამოს წვეულების შემდეგ ჩირო გრილოს ოჯახის საზაფხულო ვილაზე,  Sardinia’s Costa Smerelda-ზე. ჩიროსთან ერთად იყვნენ მისი გენუელი მეგობრები, როგორც გამოცემა წერს, „გენუელი მეწარმეების, ექიმების და სპეციალისტების შვილები“.

4 ახალგაზრდა უკვე დაკითხეს პროკურატურაში. მათი მტკიცებით, ყველაფერი ორმხრივი თანხმობით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს სათანადო მტკიცებულებებს.

ბეპე გრილოს საზაფხულო ვილა Sardinia’s Costa Smerelda-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close