რუმინეთის ტელეარხებზე პოლიტოლოგები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს
რუმინეთში პროფესიული მედიასაშუალებების მიმართ ნდობის ვარდნის ფონზე ტელესივრცეში პოლიტიკური ექსპერტები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს.
2019 წელს ქვეყანაში ორი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა – ევროპარლამენტის არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნები. Politico-ს ინფორმაციით, ტელეგადაცემებს, სადაც ასტროლოგები არჩევნების შედეგებზე პროგნოზებს აკეთებენ, ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვს.
რუმინეთის ტელეარხებზე ასტროლოგები პოლიტიკოსების მომავალზე, არჩევნების შედეგებზე და „ქვეყნის ასტრალურ მდგომარეობაზე“ საუბრობენ. მათი მონაწილეობით გადაცემებს ასობით ათასი ადამიანი უყურებს.
„მიმდინარე წელი საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატის გამარჯვებისთვის ოპტიმალური არაა, ვინაიდან ლომი ახლა ურანის გავლენას განიცდის. თუმცა ზაფხულის ნაბუნიობის შემდეგ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“, – ეს რუმინეთის ბოლოდროინდელი ტელეეთერისთვის დამახასიათებელი ციტატაა.
ტელემაყურებელთა უმრავლესობის აზრით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში ასტროლოგის მონაწილეობა უადგილო არ არის.
კვლევის თანახმად, მედიის მიმართ ნდობა რუმინეთში საგრძნობლად დაეცა: 2019 წელს მედიას მხოლოდ გამოკითხულთა 35% ენდობოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.
imedinews.ge
კომენტარები