„ხელი უპრობლემოდ მოაწერა…“ – რატომ თქვა რუსკა მაყაშვილმა გვარზე უარი 13 წლის ასაკში
ყველასათვის ცნობილი მსახიობი რუსკა მაყაშვილი დედის გვარზე გადავიდა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ვარსკვლავმა მამის გვარზე უარის თქმა.
ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. მთელი საქართველო მაყაშვილების დიდ ოჯახს საკუთარი ოჯახივით იცნობს.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე ნაადრევად იქორწინა. მალე მათ ორი გოგონა გაუჩნდათ და პრობლემებიც დაიწყო. წყვილმა ერთად სულ 5 წელი იცხოვრა. ურთიერთობა მაშინ აირია, როდესაც გოგონების მამამ ხატვა დაიწყო და ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები მოჰყვა.
რუსკა და ნინუცა ცხვედიანების მამა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა და რუსკა და ნინუცა დაივიწყა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გოგონებს მამის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დედის გვარზე გადავიდოდნენ და მაყაშვილები გახდებოდნენ.
ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც რუსკა დაოჯახებულია და შვილი ჰყავს, ხოლო ნინუცა ქმარს დაშორებულია, მაგრამ წლების წინ ვაჟი გაუჩნდა, გოგონებმა მამასთან ურთიერთობა დაალაგეს, მაგრამ მაინც ვერ აპატიეს, რომ კურიერის მიტანილ წერილზე გვარის შეცვლასთან დაკავშირებით კოკა ცხვედიანმა ხელი მოაწერა.
sputnik-georgia.com
კომენტარები