მსოფლიოსაზოგადოებახელოვნებასაქართველო
ნიკ ვესტმა და ნიკოლოზ კანდელაკმა ჯვარი გრემში დაიწერეს
ცნობილმა მუსიკოსმა ნიკ ვესტმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ნიკოლოზ კანდელაკმა ჯვარი საქართველოში, გრემის მონასტერში დაიწერეს. მუსიკოსმა ჯვრისწერაზე გადაღებულ ფოტო საკუთარ INSTAGRAM-ზე გამოაქვეყნა.
ნიკ ვესტი ცნობილი ამერიკელი შემსრულებელია. რაც შეეხება ნიკოლოზ კანდელაკს, იგი „ისთერნ პრომოუშენის“ დამფუძნებლის, კახა კანდელაკის ვაჟია. ნიკოლოზი მუსიკალური პროდიუსერია.
ნიკმა და ნიკოლოზმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს, ვესტის კონცერტზე. ამის შემდგ დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია, რომელიც 24 აგვისტოს ჯვრისწერით დაგვირგვინდა.
კომენტარები