მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება
ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატური მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს
დონლად ტრამპს მიაჩნია, რომ არალეგალი იმიგრანტის ან მოქალაქეობის არმქონე პირის აშშ-ში დაბადებული ბავშვი მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს. პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია ამ წესში ცვლილების შეტანაზე მუშაობს.
„ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვსწავლობთ. მოქმედი კანონმდებლობა, მართალი რომ გითხრათ, სასაცილო მეჩვენება. ანუ შენ გადმოხვალ საზღვარზე, გააჩენ ბავშვს. გილოცავ, შენი შვილი ახლა აშშ-ის მოქალაქეა, ეს ხომ სასაცილოა?!“ – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში 1868 წლიდან მოქმედებს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც აშშ-ში დაბადებული ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.
2018 წელს აშშ-ის მოქალაქეობა 757 ათასმა ადამიანმა მიიღო. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კომენტარები