მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

გერმანიიდან გამოძევებულ მიგრანტთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

2019 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან 11 496 დევნილის დეპორტაცია განხორციელდა – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნაზე ნეგატიური პასუხის მიიღეს, თუმცა საკუთარი ნებით ქვეყნის დატოვებას არ აპირებდნენ.

ამას გარდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანიის საზღვარიდან უკან გააბრუნეს 6905 არალეგალი იმიგრანტი, რომლებიც ქვეყანაში შესვლას ცდილობდნენ, 1525 ადამიანი კი საზღვრის უკანონოდ კვეთისას დააკავეს და გაადეპორტეს.

გადეპორტებულ მიგრანტებს შორის საქართველოს, ალბანეთის, სერბეთის, რუსეთისა და ნიგერიის მოქალაქეები „ლიდერობენ“.

მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გერმანიის პოლიციამ ვერ შეძლო საჰაერო გზით დაგეგმილი ბევრი დეპორტის განხორციელება, რადგან მიგრანტებმა მიმალვა შეძლეს. 2016 წლის შემდეგ, მთლიანობაში, ასეთი 13 509 შემთხვევაა.

ამავე დროს, 2019 წლის პირველ 6 თვეში სამართალდამცველებმა 1060 არალეგალ მიგრანტს ქვეყანა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ნეგატიური პასუხის მიღებისს შემდეგ, საკუთარი ნებით გერმანია 6786-მა ადამიანმა დატოვა. მათ გერმანიისგან ფინანსური დახმარებაც მიიღეს, რათა სამშობლოში რაიმე საქმიანობა წამოიწყონ. 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში 246 737 ახალი მიგრანტია დარეგისტრირებული, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან – მათი საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია, შესაბამისად, მათ ამ ეტაპზე დეპორტაცია არ ემუქრებათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close