მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ცოლის მკვლელობისთვის ძებნილი მილიონერი მექსიკაში დააკავეს

ოთხწლიანი ძებნის შემდეგ 55 წლის ბრიტანელი მილიონერი პიტერ ჩედვიკი მექსიკაში დააკავეს, – წერს BBC. იგი მექსიკიდან აშშ-ში გადაიყვანეს, რათა სასამართლოს წინაშე წარდგეს.

გამოცემის ცნობით, ჩედვიკი 2015 წელს მიიმალა, მას შემდეგ, რაც სასამართლოში დაიბარეს. პიტერ ჩედვიკი აშშ-ის მოქალაქეა. ის პოლიციამ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე იპოვა მას შემდეგ, რაც 100 000 აშშ დოლარი ჯილდო გამოაცხადა.

2012 წელს ჩედვიკმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ხელოსანმა მისი ცოლი კუი ჩუ მოკლა, შემდეგ კი თავად იგი მძევლად აიყვანა მათ სახლში, ნიუპორტ-ბიჩზე. მისივე მტკიცებით, მკვლელმა იგი აიძულა, ცოლის ცხედარი მექსიკაში გადაეტანა და გადაეგდო. მოგვიანებით პოლიციამ ჩედვიკი მექსიკაში იპოვა, სადაც მან მილიონობით დოლარი იშოვა. კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ექსპერტიზამ ქალის კისერზე ნაჩხაპნი და მის ფრჩხილებში ჩარჩენილი სისხლი შეისწავლა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close